გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რა მიზეზებს განმარტავს. გაფრთხილება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. ვაფრთხილებთ მოსაზღვრე რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, ბრაიანკი, ვოროჟენი, როსტოვი, კრასნოდარის ოლქი) მოგზაურობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ხაზგასმულია, გერმანიის მოქალაქეებისა და ორმაგი მოქალაქეების მქონე პირებისთვის "თვითნებურად დაკავების რისკი" არსებობს.
"არასანქცირებულ მიტინგებსა და დემონსტრაციებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მასიურ, ზოგჯერ ძალადობრივ ქმედებებს უსაფრთხოების ძალების მიერ", - წერს სამინისტრო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი რეკომენდაცია აქამდეც ჰქონია, თუმცა ახალ განცხადებას სიტყვა "კატეგორიული" დაემატა.