გერმანიის პრეზიდენტი: ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს

გერმანიის პრეზიდენტი: ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

მისი სპიკერი სერსტინ გამელინი X-ზე წერს, რომ საუბრისას გერმანიის პრეზიდენტმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო.

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის", - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას.