
გერმანიის მიერ დაპირებული Leopard 2-ის ტანკები უკრაინაშია. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შლცმა როტერდამში ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გამოვაცხადეთ", - თქვა შოლცმა.
მარტის შუა რიცხვებში უკრაინულმა სატანკო ეკიპაჟებმა დაასრულეს ლეოპარდ 2-ზე სწავლება.