გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მოლდოვაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება მოლდოვის პრემიერმინისტრ დორინ რუჩანსა და პრეზიდენტ მაია სანდუს.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, სტუმრობის მიზანია უსაფრთხოების საკითხების, ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების განხილვა, რაც მოლდოვაზეც ისახება.
გერმანიის მთავრობის თქმით, განიხილავენ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების საკითხსაც.
25 ივნისს ევროკავშირმა მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო.