გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 3-დღიანი ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. ის ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება. ვიზიტი 14 აპრილს დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი, შტეფენ ჰებეშტრაიტი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის განსახილველი თემა იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ჰებეშტრაიტის ცნობით, პეკინში მოგზაურობის დასასრულს 16 აპრილს, გერმანიის კანცლერი ჩინეთის პრემიერმინისტრსაც შეხვდება.
ოლაფ შოლცთან ერთად ჩინეთში მინისტრთა სამეული და გერმანიის სამრეწველო დელეგაციაც გაემგზავრება. 2022 წლის შემდეგ, ეს შოლცის მეორე ვიზიტი იქნება ჩინეთში.