გერმანიის ელჩი რუსეთში, გრაფ ლამბსდორფი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს.
"პუტინმა მისი სამხედრო მიზნები ახლახან დაადასტურა, ის საერთოდ არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. ასევე, არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოზიციას შეცვლის", - აღნიშნა მან.
14 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი მაშინ დასრულდება, როცა ის ყველა მიზანს მიაღწევს - დემილიტარიზაციას და უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს.
ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში მიზანს ვეღარ მიაღწევს.