საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებს, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური კავშირი არაა. ამ შინაარსის კომენტარი პიტერ ფიშერმა შალვა პაპუაშვილს იმ პოსტის ქვეშ დატოვა, სადაც პარლამენტის სპიკერი მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი აღემატება არაერთი კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნისას.
"ბატონო სპიკერო, ვეთანხმები საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს, მაგრამ ევროკავშირი არ არის, ძირითადად, ეკონომიკური კავშირი. ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლში წერია: "ევროკავშირი ეფუძნება ღირებულებებს... ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს", მესამე მუხლში კი ვკითხულობთ: "ევროკავშირის მიზანია მშვიდობისა და და თავისი ღირებულებების წახალისება, თავისი ხალხის კეთილდღეობა", - დაწერა გერმანიის ელჩმა.
Georgia is one of the top economic performers among the EU membership aspiring countries.
The European Union is primarily an economic union, and achieving a certain economic level is a prerequisite for its membership. This is why, it is crucial for Georgia to ensure economic… pic.twitter.com/ZEReOeH8qe