გერმანიის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

გერმანიის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც ელჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, მათ ე.წ. უცხოური აგენტის შესახებ კანონსა და ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

"მადლობა ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას დეტალური და გულწრფელი გაცვლისთვის, განსაკუთრებით გერმანიის შეშფოთებასთან დაკავშირებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტთან და ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ", - აღნიშნულია პოსტში.