საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნითვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებაა.
ელჩი ორგანიზაცია მედია ხმის ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს აფასებდნენ. თემაზე საუბრისას ელჩა აღნიშნა, რომ დემოკრატიაში მიუღებელია მედიის საქმიანობაში ჩარევა, ფიზიკური ძალადობა.
"საიდუმლო არაა, როგორ უნდა შეუერთდე ევროკავშირს - ყველაფერი წერია შავით თეთრზე. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის ხელშეკრულებები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ცოტა დროა, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. მე რომ ვიყო ქართველი ჟურნალისტი, საქართველოს მოქალაქე, ვეტყოდი პარლამენტის წევრებს, საქართველომ მოლაპარაკებები უნდა გახსნას დეკემბერში, უნდა ვიმუშაოთ სწრაფად. საჭიროა არა მხოლოდ ხარისხი, არამედ სისწრაფეც. ჩვენს ინტერესშია საქართველო შემოუერთდეს ევროკავშირს.
ჩვენ ვართ ლიბერალური დემოკრატიების კლუბი, გასაწევრიანებლად აუცილებელია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. ჩვენ არ მივიღებთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. აუცილებელია კარგი მედია, ჟურნალისტიკა, რომელზეც მოქალაქეები დააფუძნებენ საკუთარ პოლიტიკურ აზრს და ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ყველასთვის გასაგებია, რომ მედიის საქმიანობაში ჩარევა, ფიზიკური ძალადობა მიუღებელია დემოკრატიაში", - თქვა ელჩმა.