გერმანიაში ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა - დაიღუპა პოლიციელი

გერმანიაში ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა - დაიღუპა პოლიციელი

გერმანიაში ქალაქ შტუტგარტში უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა - მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, 61 წლის პოლიციელი საავადმყოფოში დაიღუპა.

როგორც ცნობილია, BMW-ს მარკის ავტომობილი პოლიციელის მოტოციკლს, ხოლო ის კოლეგის მოტოციკლს დაეჯახა. დაშავდა 27 წლის პოლიციელიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა უნგრეთი-შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ ორბანი თავის ესკორტთან ერთად აეროპორტისკენ მიემართებოდა.

თავად ორბანი მომხდარის შედეგად არ დაშავებულა.