გერმანიაში, მაღაზიიდან ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციამ დაადგინა, რომ ქალაქ როზენჰაიმში 9-17 ოქტომბრის პერიოდში ბრალდებულებმა რამდენიმე მაღაზია გაქურდეს. 32 და 37 წლის კაცები პოლიციამ 17 ოქტომბერს დააკავა. მოგვიანებით, ამავე ბრალდებით დააკავეს უკრაინის მოქალაქეც, რომელიც ხსენებულ პირებთან მაღაზიების ძარცვაში მონაწილეობდა.
სამივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიებას როზენჰაიმის კომისარიატი აწარმოებს.