გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის.
28 ივლისს, გერმანიამ Gepard-ის საზენიტო სისტემები, დრონები, საბრძოლო მასალა, 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები და სადაზვერვო თვიმფრინავები გადასცა.
მანამდე, 21 ივლისს, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც Leopard 1-ის 10 ტანკს მოიცავს. ტანკების გარდა, სამხედრო დახმარების პაკეტში შევიდა დამატებითი 20 MG3 ტყვიამფრქვევი. ამასთან, უკრაინას გადაეცა 1300 ჭურვი 1500 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის.