გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. ის სადაზვერვო დრონებს, ჭურვებსა და ყუმბარმტყორცნებს მოიცავს. ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, დახმარება გულისხმობს თანამედროვე სადაზვერვო უპილოტო კომპლექსს, LUNA NG-ს, ასევე, 10 სადაზვერვო დრონს - VECTOR.
გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო 6 გერმანული საპატრულო მანქანა მესაზღვრეებისთვის და 8 სატვირთო. ამასთან ერთად, უკრაინელ სამხედროებს გადაეცათ 70 MGW ავტომატური ყუმბარმტყორცნი, ასევე, დამატებითი 100 000 პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.
ახალ პაკეტში, ასევე, შედის 1000 ერთეული 155-მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო ჭურვი.