გერმანია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს

გერმანია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს

გერმანია უკრაინას 50 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.

შმიჰალი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა თანხას სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის გამოიყენებს.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა უკრაინის მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის დაფინანსება გააგრძელოს.

ამასთან, შმიჰალმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.