გერმანია უკრაინას 1.3 ევროს ღიერებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 21 ნოემბერს, კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას განაცხადა.
ცნობილია, რომ პაკეტი ოთხ Iris T-SLM საზენიტო სისტემას, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოიცავს. ეს არის Iris-T კომპლექსების მესამე პარტია, რომელსაც გერმანია უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მიაწოდებს. ბერლინმა კიევს ამ ტიპის სამი საზენიტო სისტემა უკვე გადასცა, მეორეს კი მომავალ ზამთარში მიაწვდის.
კიევში ვიზიტის დროს, პისტორიუსმა უკრაინასა და ბერლინს შორის „სოლიდარობისა და მჭიდრო ურთიერთობის“ შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრებს შორის საუბარი ასევე Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზეც მიმდინარეობს.