გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 1 270 ოკუპანტი მოკლეს

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 1 270 ოკუპანტი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 1 270 რუსი ოკუპანტი მოკლეს. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე, განადგურებულია 37 საარტილერიო სისტემა, 13 ტანკი და 40 საბრძოლო ჯავშან მანქანა.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 335 110 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული.