უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გუშინ, დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 55 შეტაკება მოხდა.
"მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 57 საჰაერო და 31 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 200 590 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.