უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გუშინ, დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 49 შეტაკება მოხდა.
"მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 2 სარაკეტო და 48 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 199 980 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.