![ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც დღეს 3 ნიღბიანი თავს დაესხა, მომხდარის დეტალებს იხსენებს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/97b1f58f-741b-4060-aea8-7313877c04c9.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ორშაბათს, 17 აპრილს უკრაინელმა მებრძოლებმა 5 მიმართულებით ოკუპანტების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
გენშტაბი წერს, რომ რუსები დიდ ზარალს განიცდიან, თუმცა ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე აგრძელებენ - კერძოდ, ინტენსიურად უტევენ კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტისა და ავდიივკასა მიმართულებებს. მათი განცხადებით, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.
ამასთან, უწყების ცნობით, ორშაბათს ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - თავს დაესხნენ დასახლებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. მათი თქმით, არიან დაჭრილები მშვიდობიანი მოქალაქეებშიც.