ვფიქრობ, Abrams-ის ტანკები, როდესაც ის მიეწოდება და მიაღწევს თავის ოპერატიულ შესაძლებლობებს, ძალიან ეფექტური იქნება ბრძოლის ველზე. ინტენსიური ბრძოლები ბახმუტსა და მის ირგვლივ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. რუსეთი ძალიან მცირე წინსვლისთვის უზარმაზარ რესურსს ხარჯავს. უკრაინული ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან მოტივირებული არიან, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ცხოვრების წესისთვის. რუსებს ლიდერობა აკლიათ, აკლიათ ნება. მათი მორალური განწყობა ძალიან დაბალია, დისციპლინა კი ნადგურდება.
განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილმა "რამშტაინის" შეხვედრის დროს.