გეკა გელაძეს ყაველაშვილმა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

გეკა გელაძეს ყაველაშვილმა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძესა და მის მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ.

"განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენს კოლეგას, ბატონ გეკა გელაძეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენ ამ მასშტაბური ცვლილებების მიღწევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში და მას ეკუთვნის ჩვენგან, რა თქმა უნდა, და საზოგადოებისგან განსაკუთრებული მადლობა.

მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ: ბატონი გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას და მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს. ვუსურვებ მას სამომავლო წარმატებებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ოცნების" მთავრობის სხდომაზე.