გათავისუფლების წლისთავზე რუსეთმა ხერსონი დაბომბა

გათავისუფლების წლისთავზე რუსეთმა ხერსონი დაბომბა

გათავისუფლების ერთი წლის თავზე ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანეს. დაიბომბა ევროპული სოლიდარობის რეგიონული საბჭოს წევრის, იგორ იოსიპენკოს სახლი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.

თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა -2, მათ შორის, დაზიანებები მიიღო 29 წლის ქალმა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.