გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში განახორციელა.

გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში განახორციელა.

რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას ფრთოსანი რაკეტებითა და შაჰედის ტიპის დრონებით.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონიდან, ტუ-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვა.

დრონების მოძრაობა დაფიქსირდა უკრაინის სხვადასხვა ოლქში, მათ შორის კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ხერსონში, დონეცკში, ნიკოლაევში, ჟიტომირში, ვინიცაში და ჩერნიგოვში.

კიევის ოლქში ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დილით კი სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსული თავდასხმის შედეგად ობუხოვის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა, ხოლო ფასტოვის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ხერსონის ოლქშიც არაერთხელ გამოცხადდა საჰაერო განგაში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმისას 19 დრონი ჩამოაგდეს, რომელთა უმეტესობა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა.