გასრი აგვისტოს ომზე: საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს

ვიხსენებთ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომში რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთანავე შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6 პუნქტიანი გეგმის ვალდებულებები.

წერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ ქსელში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.