გაშიფრული სქემა - NGO-ებმა წამებისა და ძალადობის საქმეებში ცრუ მოწმე პოლიციელების სია გაასაჯაროვეს

გაშიფრული სქემა - NGO-ებმა წამებისა და ძალადობის საქმეებში ცრუ მოწმე პოლიციელების სია გაასაჯაროვეს

გაშიფრულია სქემა - როგორ დაგეგმა რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული აქციის დაშლის ბრუტალური მეთოდები. ფაქტები სამოქალაქო სექტორმა სასტიკი ძალადობის მსხვერპლთა მონაყოლის მიხედვით წარადგინა. შემზარავია ანგარიშის არაერთი ფრაგმენტი, მაგალითად - "ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ".