გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უამინდობის შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბერს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება.
კერძოდ, სააგენტო ძლიერ თოვაზე, ძლიერ ქარზე, ნისლსა და ქარბუქზე საუბრობს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზაზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობა შენარჩუნდება. მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ხოლო ზღვაზე 6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - წერს სააგენტო.