კახეთში გარდაიცვალა ქალი, რომელზეც შვილიშვილი სექსუალურად ძალადობდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.
ძალადობაში ბრალდებული კაცი აპრილში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ბებიაზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა, ასევე, მოკვლით ემუქრებოდა და საძინებელში კეტავდა.