ევროკავშირს წინ რთული სამიტი ელოდება. ორი დღით ადრე არაფერია გარკვეული. უნგრეთი პოზიციას არ იცვლის და ბლოკავს კიევისთვის მოლაპარაკებების გახსნას. სწორედ ბუდაპეშტზეა დამოკიდებული სამიტის შედეგი - უკრაინასთან ერთად განიხილება საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია ჰერცეგოვინას საკითხი. პოზიცია გამოხატა ავსტრიამ, რომელიც ბოსნია ჰერცეგოვინას ლობირებს და ახსენა ერთნაირი სტანდარტის აუცილებლობა, რამაც შეიძლება უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაართულოს.