უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემს უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გულწრფელი საუბარი მქონდა. მე მას ვაცნობე ერონული უმცირესობების შესახებ უკრაინის კანონმდებლობაში ბოლო ცვლილებების შესახებ. ჩვენ დეტალუარდ განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გახსნის საკითხი.
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება დასაბუთებული და დროულია. უკრაინასა და უნგრეთს საერთო ევროპული მომავალი აქვთ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ევროპის საბჭოს სამიტის წინ ამ კვირის ბოლოს", - წერს კულება.
15 დეკემბერს უნდა გადაწყდეს უკრაინა-მოლდოვისთვის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გუშინ, ბრიუსელში, ევროსაბჭოს მინისტერიალის შეხვედრის დაწყების წინ კულებამ განაცხადა, რომ თუ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ამას დამანგრეველი შედეგი ექნება უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის.