განმუხურში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

განმუხურში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

განმუხურში, მდინარე ენგურში პოლიცია და მაშველები მოზარდს ეძებენ.

ფორმულას ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა. მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი.