განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე

განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე

ევროკავშირის 9 პირობის განხილვა ხელისუფლებამ ისე მოაწყო, რომ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ მოიწვია. ქართულმა ოცნებამ საბაბი მოძებნა და მესამე სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაო პროცესიდან გამოთიშა. შეხვედრას დაესწრო ოპოზიცია, პარტია ლელოს გამოკლებით. ლელო სამუშაო პროცესს ფარსს უწოდებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტია დროს აჭიანურებს და საერთოდ არ გეგმავს პუნქტების შესრულებას. იგივე თქვა იმ ოპოზიციამაც, რომელიც შეხვედრას დაესწრო.