გამყრელიძე: განგაშის საფუძველი არ გვაქვს, ზამთარში იმატებს რესპირაციული ინფექციები

განგაშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ საყურადღებოა ზამთარში, რომელიც გახლავთ სეზონი რესპირაციული ინფექციების, ამ დროს სხვადასხვა პერიოდულობით იმატებს სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ინფექციები.

ახლა წინა პლანზე გავრცელების თვალსაზრისით არის გრიპის ვირუსი, რომელიც უფრო მეტს აავადებს დღეს ყველგან და ჩვენთანაც, შემდეგ მოდის რესპირატორულ-სენციტიალური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი, ანუ უჩვეულო არაფერი არ ხდება, მსგავსი ზამთარში ყოველთვის გვქონდა ხოლმე.

წინა სამი წლის განმავლობაში კორონავირუსი ჩაგრავდა გრიპის ვირუსს, ის უფრო არ ჩანდა ხოლმე. დღეს წინა პლანზეა უფრო გრიპის ვირუსი, ძირითადად A ტიპის და ე.წ. H1N1, რომელიც სხვანაირად ხალხში ღორის გრიპის ვირუსადაა ცნობილი.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.