ქართული ოცნება რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის ჯარიმების გამოწერას განაგრძობს. დღეს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს. ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას საზოგადოება სოლიდარობის აქციებს უპირისპირებს და თანხას აგროვებს. ამასთან, ხელისუფლება სისხლის სამართლის მუხლებითაც ებრძვის აქტივისტებს - ნიკა ნარსიას 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო. სასამართლო დარბაზები სავსეა იმ მოქალაქეებით, რომელთაც ხელისუფლება რუსული კანონისადმი წინააღმდეგობის გამო უპირისპირდება.