ისრაელის ჯარი ღაზას ყველა მხრიდან უტევს. სამხედროები ებრძვიან ტერორისტებს. სამხედრო მოქმედებები კარგი ტემპით ვითარდება. ბევრი ტერორისტი უკვე განადგურებულია. ჰამასის ყველა ბატალიონს ვანადგურებთ. ჰამასის ბატალიონების 12 მეთაური უკვე ლიკვიდირებულია და ყველას მივწვდებით. ჩვენ გვყავს მეომრები, რომლებიც მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ საჭიროა. თუ ამას 1 წელიც დასჭირდება, ისრაელმა უნდა დაასრულოს ეს მისია. ჰამასის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა მოხდა 7 ოქტომბერს - მათ საზღვრები არ აქვთ. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასის ლიდერს, იაჰია სინვარსაც... ომის ბოლოს ღაზაში ჰამასი აღარ იარსებებს. ისრაელის უსაფრთხოებას საფრთხე აღარ შეექმნება. ამ საკითხში ისრაელი და აშშ კოორდინირებულები არიან...
განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.