გალანტი: მძევლების გათავისუფლება მხოლოდ სამხედრო ზეწოლის შედეგად მოხდება

მძევლების გათავისუფლება მხოლოდ სამხედრო ზეწოლის შედეგად მოხდება. თუ სამხედრო ზეწოლას შევაჩერებთ, მათ ბედს გადავწყვეტთ და ისინი ღაზაში დარჩებიან, რადგან ჰამასი არ იქნება მოტივირებული, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს. ისინი მხოლოდ ასეთ დროს გვესაუბრებიან. მათ ცეცხლის შეწყვეტა უნდათ. იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ცეცხლს შევწყვეტთ, ისინი აღარ დაგველაპარაკებიან.

განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.