ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა.
ამის შესახებ გალანტმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან პრესკონფერენციისას განაცხადა.
"შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშაობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ჩრდილოეთშია შესაძლებელი", - აღნიშნა მან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში გუშინ ჩავიდა. მანამდე, ოსტინმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ვიზიტით სურს, დაადასტუროს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.