ისევ აქ ვარ. ამა წლის 15 იანვარს, განხორციელდა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ფაქტობრივად, ჩემს გუნდზეც, რომლის დამკვეთი და რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების საფუძველი, არის ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი ბიძინა, კაი ხანია უკვე, მე მემუქრება, ჩემს ოჯახსაც, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საჯაროდაც, ეს ბევრს გინახავთ. მაგრამ დღეს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებელი. მე საქმე მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ, დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან ამ ქვეყანაში. როგორც ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ძალადობს, ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი ქვეყანა, მთავარი ფასეულობა გახლავთ ფული და ძალაუფლება და ჩვენ ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც.
თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ, რომელმაც მასზე თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.