გახარია საქართველოსთვის: ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში, ვაგრძელებთ თანამშრომლობას

გახარია საქართველოსთვის: ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში, ვაგრძელებთ თანამშრომლობას

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნების მისაღწევად.

პარტიის განცხადებით, პირველივე დღიდან მონაწილეობენ ამ კოორდინაციის ფორმატში და აგრძელებენ თანამშრომლობას.

"ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მათ შორის, პირველ რიგში, სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით, ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად.

ამ მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

31 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა ინიციატივა გააჟღერა, რის შედეგადაც შეიქმნა წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით.

კოორდინაციაზე შეჯერდნენ, რომ წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალი პარტიები ამ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ პლატფორმაში შედიოდა გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებას საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციისგან კრიტიკა მოჰყვა.