
გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის სასამართლოს მიერ ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
"მხნეობას ვუსურვებთ ზურაბ ჯაფარიძეს და მის ოჯახის წევრებს. ოცნების ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი!", - ნათქვამია Facebook-ის პოსტში.
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა. ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე სასამართლოს ეზოში, სადაც აქტივისტები და ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.