საქართველოს ხელისუფლება სანქცირებულ მოსამართლეებს მხარს უჭერს. ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიასა და სასამართლოს შორის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ორივე - პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი არიან პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყარო, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ინტერესს.
წერს Twitter-ზე ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია.
5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესამიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.