გახარია კირბალზე: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია.

წერს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია Twitter-ზე. 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.