გახარია: ჩვენთვის დღეს ნებისმიერ პოზიციაზე და კაბინეტებზე საუბარი მიუღებელია

გახარია: ჩვენთვის დღეს ნებისმიერ პოზიციაზე და კაბინეტებზე საუბარი მიუღებელია

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტიისთვის არჩევნებამდე რაიმე ფორმით თანამდებობებზე საუბარი მიუღებელია.

გახარიამ ფორმულას ეთერში თქვა, რომ პარტია საქართველოსთვის ტექნიკური მთავრობის ფორმატში კანდიდატს არ წარადგენს.

"მე მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ პირობებში, პარტია საქართველოსთვის არც პრემიერობის კანდიდატს და არც სხვებს, ამ ტექნიკურ ფორმატში არ წარადგეს. განსაკუთრებით ახლა, არჩევნებამდე ორი კვირაც არაა დარჩენილი, ჩვენთვის თანამდებობებზე საუბარი მიუღებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ბრძოლის ხაზი საქართველოს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაცვის გადის პარლამენტში. სადაც გადის ბრძოლის ხაზი, ჩვენ იქ ვიქნებით წინა ხაზზე. ჩვენთვის დღეს ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ პოზიციაზე, კაბინეტებზე და პორტფელებზე საუბარი არის მიუღებელი. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. სხვებისთვის მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია, ნორმალურია"- თქვა გახარიამ.

***

12 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქართული ქარტიის ფარგლებში ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს.