ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი, ამბობს, რომ რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამის შესახებ მან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"არაა საჭირო ხალხის მოტყუება. „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. შექმნილ ვითარებაში პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. დღის წესრიგიდან არ ამოღებულა", - აღნიშნა გაგლოევმა.
გაგლოევის თქმით, შეხვედრისას მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ "ოსებმა არ იციან ღალატი".
"პასუხი მოვიდა: "მე ვიცი". და ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმეროვიჩიც ჩვეულებრივი ადამიანია - რამდენადაც რთულია, იმდენად უბრალოა", - განაცხადა გაგლოევმა.
ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ ალან გაგლოევმა რუსეთში სამხრეთ ოსეთის შესვლის რეფერენდუმისთვის მზადება შეაჩერა. კენჭისყრის ჩატარება ყოფილმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვიტა. მოსკოვში განაცხადეს, რომ ინიციატივა რუსეთთან შეთანხმებული არ ყოფილა და გაგლოევის გადაწყვეტილებას "ჯანსაღი" უწოდეს.