გაერთიანებული სამეფო და EU ერთობლივ სამიტზე ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გაერთიანებული სამეფო და EU ერთობლივ სამიტზე ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

ლონდონში, ბრექსიტის შემდეგ პირველად გამართულ ერთობლივ სამიტზე, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ესწრებოდნენ.

ლიდერებმა შეთანხმებას ისტორიული უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის თავდაცვას, უსაფრთხოებას, სავაჭრო და სასაზღვრო პოლიტიკას, მეთევზეობასა და სურსათის კონტროლს მოიცავს.

სტარმერმა შეთანხმება „ახალი ერის“ დასაწყისად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბრიტანეთი მსოფლიო არენაზე ბრუნდება“. ფონ დერ ლაიენმა შეთანხმებას „ისტორიული და ბუნებრივი პარტნიორების ამბავი“ უწოდა. კოშტას თქმით, ურთიერთობებში „ახალი თავი“ გაიხსნა.

შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის 150 მილიარდიანი უსაფრთხოების პროგრამაში ბრიტანეთის ჩართვას, ასევე, ევროკავშირმა დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა საზღვრის კონტროლისა და მეთევზეობის წესებთან დაკავშირებით. ბრიტანელი მოქალაქეები კი ევროკავშირში გამარტივებული საზღვრის კვეთის რეჟიმით ისარგებლებენ.