
ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში გაეროს პატრონაჟით დროებითი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების ინიციატივა წამოაყენა. ამ წინადადებას უკვე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ვაშინგტონისგან, ხოლო ახლა მას გაეროც დაეთანხმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, განაცხადა, რომ უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა, რომლის უფლებებიც დაცული უნდა იყოს.
"უკრაინას ჰყავს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებული კანონიერი მთავრობა და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა აუცილებელია," – აღნიშნა გუტიერეშმა.