გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებით თუ იძულებითი ნაბიჯი

გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებით თუ იძულებითი ნაბიჯი

სანქციების მეთერთმეტე პაკეტის საქართველოში ამოქმედების შესახებ ხელისუფლებამ საზოგადოებას არაფერი უთხრა იქამდე, ვიდრე ინფორმაცია თავად ავტო დილერებმა არ გაავრცელეს. ცნობები, რომ ავტომანქანების რეექსპორტი აიკრძალა, სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეებმა გაავრცელეს. ამას მოჰყვა მედიის გაშუქება. ხელისუფლება ბოლო იყო, ვინც ფაქტი დაადასტურა.