შარლ მიშელი თბილისშია მოწვეული. სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა და მოისმინა, რა კრიტიკული საკითხები აქვს საქართველოს ხელისუფლებას შესასრულებელი. ითქვა, რომ საჭიროა პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.