აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეზოში უცნობი პირი დახვდა და გინება დაუწყო.
"ეზოში შემომივარდა ვიღაცა გასიებული ნაბი*ვარი პირბადით, ლუკა ხარო? კი მეთქი და გინება დაიწყო. ჩემი ძმა 3 საათზე მეტია გაუჩინარებულია", - წერს ნაცვლიშვილი.
უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან, აგინებენ და თავს ესხმიან.