ევროპული საბჭოს განხილვის ძირითადი თემა უკრაინაა. ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურებთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვების გეგმა ჩაიტანა. ეს იმ ნაბიჯების ერთობლიობაა, რომელსაც რადამ მხარი უკვე დაუჭირა და ომის სწრაფად დასრულებას ისახავს მიზნად. უკრაინის გამარჯვებას ბრიუსელში მხარდაჭერა გამოუცხადეს. ზელენსკის უთხრეს, რომ კიევის ადგილი ევროკავშირშია. დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ნატოს შტაბ ბინაში მართავს შეხვედრებს. ალიანის გენერალური მდივანი უკრაინას მომავალ წევრად მიიჩნევს.