ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მიშელს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისი და უკრაინაში ევროკავშირის ელჩი, კატარინა მატერნოვა დახვდნენ.
"სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა - მეგობრებთან ერთად", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე.
დღეს კიევში გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც ჩავიდნენ. მათ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი.